“პარი სენ ჟერმენის” კარის დარაჯი სალვატორე სირიგუ აცხადებს, რომ ის საფრანგეთის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს.
ცოტა ხნის წინათ, ფრანგულ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, 27 წლის იტალიელი კიპერი გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს, მაგრამ თუ თავად ფეხბურთელს დავუჯერებთ, ეს სიცრუეა.
“პსჟ-სთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე მაკავშირებს. პარიზიდან სხვაგან წასვლას არ ვაპირებ. გარდა ამისა, ჩემი გაყიდვით არც კლუბია დაინტერესებული.” – ციტირებს სირიგუს სიტყვებს L’Equipe.