ფინეთის თასზე "ინტერმა" შინ 3:0 სძლია მიუპა-ს და ერთი გოლი ირაკლი სირბილაძემ გაიტანა. მან 68-ე წუთზე 2:0 გახადა ანგარიში. "ინტერი" ამ მოგებით თასის მეოთხედფინალში გავიდა.
ცნობისთვის, სირბილაძის გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატში ჯერ ერთი მატჩი ჩაატარა – პირველ ტურში "იაროს" გასვლაზე 2:0 მოუგო.