ნალჩიკის "სპარტაკმა" თურქულ შეკრებაზე ორი ტესტ-მატჩი გამართა თავისუფალი აგენტებისგან შექმნილ ნაკრებთან - ეს ფეხბურთელები აფრიკის კონტინენტიდან შეიკრიბნენ. ნალჩიკელებმა პირველ შეხვედრაში 3:1, მეორეში კი 8:0 გაიმარჯვეს. 8 ბურთიდან 3 დავით სირაძემ გაიტანა.
როგორც იცით, სირაძე ერთადერთი ქართველიღა დარჩა ნალჩიკში: გუჯა რუხაია ეკატერინბურგის "ურალში" გადავიდა.