რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის “სპარტაკმა”, რომელშიც დავით სირაძე და გუჯა რუხაია გამოდიან, კვიპროსში შეკრება სომხურ “მიკასთან” ამხანაგური მატჩით (1:1) დაასრულა.
ნალჩიკელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სირაძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, ხოლო რუხაიას წინა სპარინგების მსგავსად არ უთამაშია.
ლატვიის ვირსლიგის რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთის “ლევადიასთან” 1:2 დამარცხდა. რიგელთა შემადგენლობაში არ უთამაშიათ ლაშა დვალსა და ლევან ჭაჭიაშვილს.