ფეხბურთი

12:34 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირაძემ მესამე ადგილი დაიბრუნა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 31-ე ტურში, ნალჩიკის “სპარტაკმა”, სადაც დავით სირაძე და გუჯა რუხაია გამოდიან, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიბრუნა.

ნალჩიკელებმა ნოვოსიბირსკის “სიბირი” მიიღეს და 2:0 გაიმარჯვეს. სირაძე სასტარტოში არ იყო და მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა. რუხაიას არ უთამაშია.

“სპარტაკს” 50 ქულა აქვს და ერთი ქულით სჯობს ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას”. თუ ორივე გუნდმა რეგულარული სეზონის ბოლომდე დაკავებული ადგილები შეინარჩუნა, პრემიერლიგაში გადასასვლელად პლეი ოფში ითამაშებენ.



 

თეგებისირაძე
0.114492