ფეხბურთი

10:06 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სიონში", შესაძლოა, გიორგი კიკნაძე დაინიშნოს

ბოლნისელებმა არჩილ ტვილდიანი დაიმატეს


ბოლნისის "სიონის" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა გიორგი კიკნაძე დაინიშნოს. როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, კიკნაძე კლუბის ხელმძღვანელობას ესაუბრა და უახლოეს დღეებში გაირკვევა, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს.

შეხსენებისთვის, კიკნაძე წვრთნიდა რუსთავის "ოლიმპს", თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს". ყველა ამ გუნდში გიორგი ზაზა ზამთარაძესთან ერთად მუშაობდა.

და კიდევ, "სიონში" ვარჯიშობს ფლანგელი მცველი არჩილ ტვილდიანი, რომელიც თბილისის "დინამოს" საკუთრებაა, თუმცა დუშან უჰრინის გუნდში ეპიზოდურად თუ თამაშობდა. როგორც იცით, ტვილდიანი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია - შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მცველად თამაშიც. ტვილდიანი განათხოვრებით ითამაშებს "სიონში".

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132508