ფეხბურთი

22:29 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” “სევასტოპოლთან” 2:2 ითამაშა

ბოლნისის “სიონმა” თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი გამართა და უკრაინის პრემიერლიგელ “სევასტოპოლს” 2:2-ზე გაეყარა. ლადო ბურდულის გუნდი ორჯერ იგებდა: მე-18 წუთზე ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ზვიად ლობჟანიძემ გაიტანა, რასაც ტაიმის ბოლოს “სევასტოპოლმა” პენალტით უპასუხა. მეორე ტაიმში კი, გოლები საწყის 15 წუთში გავიდა: ჯერ “სიონის” პრესინგს ის მოჰყვა, რომ უკრაინელთა მეკარემ შეცდომა დაუშვა, ცუდად მოიგერია ბურთი და გიორგი განუგრავამ თავზე გადაუგდო. მალევე, “სიონს” მეტოქის კონტრშეტევა გაეპარა და ანგარიში 2:2 გახდა.

აქვე ვთქვათ, რომ მსაჯმა 34-ე წუთზე დავით იმედაშვილი გააძევა, თუმცა წინასწარი შეთანხმების თანახმად, “სიონს” შეცვლის უფლება ჰქონდა და მოედანზე ვლადიმერ უგრეხელიძე შევიდა.

“სევასტოპოლში” არ უთამაშია მათე ღვინიანიძეს, რომელსაც ფეხი სტკიოდა.

სიონი – სევასტოპოლი 2:2 (1:1)

სიონი: მერლანი, ქემოკლიძე, სვანიძე, აბრამიძე, იმედაშვილი (უგრეხელიძე 34), ცხადაია (მამასახლისი 89), განუგრავა, აფციაური, კახელიშვილი (ბიბილეიშვილი 87), მიკუჩაძე (ადამია 55), ლობჟანიძე.

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (18), 1:1 კოვპაკი (40 პენ), 2:1 განუგრავა (55), იაროშენკო (61). 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106488