ფეხბურთი

17:58 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” – თითქმის ცვლილების გარეშე

ბოლნისის “სიონი” 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე (“მარაკანა”) ვარჯიშობს და 1 თებერვალს გაემგზავრება თურქეთში, სადაც 3-4 ტესტ-მატჩს ჩაატარებს – ჯერჯერობით, სპარინგ-მეტოქეები არაა ცნობილი.

“სიონის” შემადგენლობაში ცვლილებები თითქმის არაა: იგივე შემაგენლობაა. გუნდში ვარჯიშობს მცველი ვალერი აბრამიძეც, რომლის ქუთაისის “ტორპედოში” გადასვლაზე იყო საუბარი. “სიონის” დუბლშემადგენლობიდან არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ემზადება ლადო ბურდულის გუნდში.

ჯერჯერობით, არაა ცნობილი, თუ სად გააგრძელებენ კარიერას არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი, რომლებიც თბილისის “დინამოდან” განათხოვრებით იყვნენ ქვემოქართლურ გუნდში. ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ეს ინფორმაციები “მსოფლიო სპორტს” “სიონის” პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილმა მიაწოდა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში უფრო მეტ ინფორმაციას უნდა ველოდოთ – გასარკვევია დაფინანსების საკითხი და ამიტომაც, კლუბი ტრანსფერებს ჯერ ვერ აკეთებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113848