ფეხბურთი

22:20 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი”: ღონღაძესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ბოლნისის “სიონი” მამუკა ღონღაძის დამატებას აპირებს. ქვემოქართლელები ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. საქმე ისაა, რომ ღონღაძე “დაუგავას” აგვისტოს ბოლომდე ეკუთვნის და საუბარი იჯარით აყვანაზეა, თუმცა “დაუგავას” პრეზიდენტს მამუკა იოლად არ ეთმობა – ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სიონის” გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა უთხრა.
ბურდულმა, ჯერჯერობით, თავი შეიკავა ზაქარია ბეგლარიშვილის თემაზე. ის თავისუფალი აგენტია და დღე-დღეზე შევიტყობთ, გააგრძელებს კარიერას “სიონში” თუ არა.     
 

0.126109