ფეხბურთი

15:27 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” – “ფლამურტარი” (ალბანეთი), “ტურნოვო” (მაკედონია) – “ჩიხურა”

გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეები ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბოლნისის “სიონს” ალბანური “ფლამურტარი” ერგო მეტოქედ, საჩხერის “ჩიხურას” კი – მაკედონიის “ტურნოვო”.

“ფლამურტარი” ქვეყნის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდა, თუმცა ქვეყნის თასი მოიგო და ასე მოხვდა ევროტურნირებზე. კლუბი ერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1991 წელს) და 7-ჯერ გავიდა მეორე ადგილზე.

სხვათა შორის, “ფლამურტარიმ” “ბარსელონასთან” 1986 წელს 1:1 და 0:0 ითამაშა და კატალონიელები სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ... მომდევნო წელს კი ისევ უეფას თასზე შეხვდნენ “ბარსას” და შინ 1:0 მოუგეს, გასვლაზე კი 1:4 წააგეს. ზოგადად კი, ამ კლუბს ევროტურნირების ისტორიაში მეტი ხმაურიანი არაფერი გაუკეთებია.

რაც შეეხება “ტურნოვოს”, გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა მაკედონიის ჩემპიონატი და გამარჯვებულ “რაბოტნიჩკის” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა. ეს საუკეთესო შედეგია “ტურნოვოს” ისტორიაში. 

მაკედონიური კლუბი შარშან პირველად გავიდა ევროტურნირებზე და ლიტვური “სუდუვას” ბარიერის გადალახვის შემდეგ (2:2, 2:2, პენალტებით 5:4), სპლიტის “ჰაიდუკთან” გავარდა (1:1, 1:2). იმ “ჰაიდუკთან”, რომელიც შემდეგ გორის “დილამ” გამოთიშა.  

პირველი მატჩები 3 ივლისს გაიმართება, საპასუხოები – 10 ივლისს. “სიონი” პირველ მატჩს შინ ჩაატარეს. “ჩიხურა” კი ჯერ გასვლაზე ითამაშებს.

II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16:30 საათზე დაიწყება.

0.126982