ფეხბურთი

17:57 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი-ცხადაძე 1:4, კვირკველიას 90 წუთი

 

აზერბაიჯანის ჩემპიონატში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა “ინტერმა” გასვლაზე 4:1 სძლია იური სიომინის “გაბალას” და მესამე ადგილზე გადავიდა. ის ერთადერთი გოლიც, “გაბალამ” ბოლო წუთებზე გაიტანა.

პირველი ბურთი ბაჩანა ცხადაძემ შეაგდო (სეზონში მეშვიდე), კერძოდ, პირისპირ დარჩა მეკარესთან და შესაძლებლობა მშვენივრად გამოიყენა. შემდეგ კი დუბლი შეასრულა თბილისის “დინამოს” ყოფილმა ნახევარმცველმა, ესპანელმა მიკელ ალვარომ.

ცხადაძემ, ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

რუსულ პრემიერლიგაში საბა კვირკველიას “რუბინმა” სტუმრად 0:0 ითამაშა მოსკოვის “დინამოსთან” და მეცხრე ადგილზე დარჩა. კვირკველია 90 წუთი გაისარჯა და საკმაოდ კარგადაც. ქართველმა გაფრთხილებაც მიიღო.

რუსეთის პირველ დივიზიონში “გაზოვიკი”_”სკა ენერგია” 2:1 დასრულდა. მასპინძელთა შორის ზურაბ არზიანი სათადარიგო იყო, “სკა ენერგიაში” კი გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კახა ალადაშვილმა ბოლო 35 წუთი. გოგიტა გოგუას ტრავმა აქვს და ამდენად, მინდორზე არ ყოფილა. ეს გუნდები ცხრილში მეზობლად არიან – მერვე-მეცხრე ადგილზე.

 

0.114793