ინგლისელი ფეხბურთელის, სკოტ სინკლერის ყოფილი საყვარელი, ბრიტანელი მოდელი, ჰელენ ფლენაგანი ფეხბურთელთან გატარებულ დროს ძალიან მწარედ იხსენებს და აცხადებს, რომ ახლა უკვე ნანობს ძველ ამბებს და მომავალში ეცდება, რომ სინკლერისთანა უინტერესო მამაკაცებს აღარ დაუმეგობრდეს.
სკოტი და ჰელენი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ და მათ დაშორებას ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად დიდი სკანდალი და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. შეყვარებულ წყვილს შორის დაშორება ყოველთვის ბუნებრივი მოვლენაა და არც სინკლერსა და მის შეყვარებულს დააგლეჯდა ვინმე კალთებს – გინდათ თუ არა ერთად იყავითო.
ჰელენ ფლენაგანი ასევე ამბობს, რომ მისი ოცნებაა შვილის ყოლა და ამ სურვილს აუცილებლად აისრულებს. არსებობს ვარაუდი, რომ მასსა და სკოტ სინკლერს შორის ურთიერთობების გაცივება სწორედ იმან გამოიწვია, რომ ქალს უნდოდა შვილის ყოლა, ფეხბურთელი კი ამის დიდი წინააღმდეგი იყო.