მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ და “რეალის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების პირველი ტური გამოტოვონ. ამის მიზეზი ისაა, რომ UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალში მომხდარ შემთხვევებს იძიებს.
“რეალთან” გამართული ფინალის დროს, დიეგო სიმეონე მოედანზე 2-ჯერ შევიდა, ხოლო თამაშის მიწურულს მას რაფაელ ვარანთან კონფლიქტი მოუვიდა.
ჩაბი ალონსო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. მას მოედანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ესპანელი ნახევარმცველი ტრიბუნებიდან მინდორზე საფინალო სასტვენისთანავე აღმოჩნდა.
Sky Sports-ის ცნობით, UEFA სიმეონესა ალონსოს საქმეს იძიებს. არაა გამორიცხული, ორივე მათგანი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.