ფრანგული პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდის ესეკიელ ლავესის მილანის “ინტერში” გადასვლა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, თუმცა, სამაგიეროდ, ახლა მას მადრიდის “ატლეტიკოში” თავისი თანამემამულე დიეგო სიმეონე ეპატიჟება.
ესეკიელმა გავრცელებულ ცნობას, რომ მისი შეძენა “ინტერს” სურდა, თავშეკავებულად უპასუხა და აღნიშნა, რომ პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს. ამის შემდეგ მილანელებს თავი აღარ გამოუდიათ და უფრო ახალგაზრდა არგენტინელ ერიკ ლამელაზე გადაერთნენ, რომელიც “ტოტენჰემში” ვერ ათამაშდა.
AS-ის ცნობით, დიეგო სიმეონე უფრო მიზანსწრაფული უნდა იყოს, რადგან მას ძლიერ სურს 28 წლის ფორვარდით გუნდის გაძლიერება. მწვრთნელი არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს უფრო მნიშვნელოვან როლს სთავაზობს, ვიდრე ის პარიზში ასრულებს და ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ატლეტიკოს მილანი გაუწევს კაი სამსახურს თუ ლიგიდან გამოაგდებს. მაშინ ექნება ჩემპიონობის შანსი 3 ფრონტზე ვერ გაქაჩავენ
ვინმე რო უნდა იყიდონ ფაქტია აკლიათ შრულფასოვანი შEმცვლელი როგორც ნახევარდაცვაში ისე თავდასხმაში
ატლეტიკო ნელ-ნელა პორტუს ემსგავსება
))
კოშტას თუ გაყიდის უეჭველად უნდა დაითრიონ ეს
mata realsac aranakleb daxatavda tanac sachiro igrokia
C.L.Luciano
ატლეტიკო ფულს არ ჟოშკავდა არასდროს! ტორესი რომ გაყიდა იმ ფულით რეიესი, ფორლანი, სიმაო, მოტა, ტიაგო და მაგარი ხალხი დაითრია! აგუერო გაყიდა და ფალკაო დაითრიეს. ფალკაო გაყიდეს და დიეგო კოშტას გაბრწყინებამ არ დააჭირვა თავდამსხმელის ყიდვა, თორემ დაითრევდნენ! კოშტა რომ გაყიდონ მაგ ფულით სულ კაი იგროკებს დაითრევენ! თან იმის ფონზე რა უფსკრულშიც ვალენსია და სევილია არიან, ატლეტიკო სისტემატურად მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე და შემოსავლებიც საკაიფოდ ექნება.
ვა როგორც ჩანს ატლეტიკო საკმაოდ დიხანს იქნება ანგარიშგასაწევი ძალა
მატაც და ესეც დახატავს როგორც ატლეტიკოს ისე ლა ლიგასსსს ))
+1
კიი!
აი ამათმა წაიყვანონ მატა