მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში გუნდის მეკარე ტიბო კურტუაზე ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი ბელგიელი გოლკიპერის თამაშით კმაყოფილია და მისი შენარჩუნება სურს. შეგახსენებთ, კურტუა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია და “ატლეტიკოში” იჯარით თამაშობს.
“ტიბო კურტუა უმაღლესი დონის მეკარეა და მას ვერანაირი თანხის სანაცვლოდ ვერ შეველეოდი. იმედია ჩვენს თანამშრომლობას საფრთხე არ დაემუქრება. ვიცი, რომ მისი შენარჩუნება არც ისე ადვილი იქნება. ბევრი რამ თავად კურტუას სურვილზეც იქნება დამოკიდებული” – განაცხადა სიმეონემ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რომელ საათზე იქნებაა?იქნება თუარა ტელევიზიით?არუნდა დაწეროოთ?
საღამოს 7 საათზე. ფედერაციის youtube არხზე იქნება სტრიმი
ჩვენი პლიუსი ბელარუსიასთან პლეი-ოფია.თავდაჯერებულენი გამოვლენ აღარ ინერვიულებენ ბიჭები გაიხსნებიან არ იქნება ჩვენთვის დამახასიათებელი ფაცი -ფუცი და ვნახოთ რა გამოვა ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. საქართველო გაბრწყინდება