ფეხბურთი

17:00 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე დიეგოს დაბრუნებას ითხოვს

შესაძლოა, გერმანული “ვოლფსბურგის” პლეიმეიკერი დიეგო მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდეს. ესპანური პრესის ცნობით, 28 წლის ბრაზილიელის ხილვა მადრიდელთა თავკაც დიეგო სიმეონეს სურს.

არგენტინელ სპეციალისტს შემტევი ნახევარმცველი სჭირდება და დიეგოს დაბრუნებაც ამიტომ გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი 2011/2012 წლების საფეხბურთო სეზონში მადრიდელთა ღირსებას იცავდა და საკმაოდ წარმატებულადაც ასპარეზობდა.

მიმდინარე სეზონში, დიეგომ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063546