მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავდამსხმელ დიეგო კოსტას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. გაესპანელებული ბრაზილიელი ბოლო დროს ძველებურად ეფექტური ვეღარაა, რის გამოც კრიტიკოსები გააქტიურდნენ, მაგრამ არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელის თამაშით კვლავ კმაყოფილია.
“დიეგო ექსტრაორდინალურად თამაშობს. გაიტანა ბევრი გოლი, იბრძვის “ოქროს ბურთისთვის” და ესპანეთის ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად. ასეთ სიტუაციაში ყველა მატჩის ერთნაირად უმაღლეს დონეზე ჩატარება შეუძლებელია. ეს მცირე ჩავარდნები სანერვიულო ნამდვილად არაა, რადგან დიეგო კოსტა ამჟამად საუკეთესო ფორმაშია” – განაცხადა სიმეონემ.