მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი კლუბის ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. AS-ის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებას ოფიციალურ სახეს უახლოეს პერიოდში მისცემენ.
სავარაუდოდ, კონტრაქტი 4-წლიანი იქნება, რომლის ძალითაც, არგენტინელი მადრიდში 2017 წლამდე იმუშავებს. გარიგების ფინანსური დეტალები, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სიმეონემ “ატლეტიკო” 2011 წელს ჩაიბარა.