მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიგო სიმეონემ გაზეთ AS-ის პრემია მიიღო, რომელიც ყოველწლიურად სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს გადაეცემათ. გამარჯვებული ტრადიციულად, მკითხველებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
შეგახსენებთ, 2012-13 წლების სეზონში არგენტინელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა “ატლეტიკომ” დიდ წარმატებას მიაღწია. ესპანეთის თასის ფინალში მადრიდელებმა თანაქალაქელ “რეალს” 2:1 მოუგეს.