იტალიური “მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებამ მისი გუნდის გულშემატკივრებს დიდი სიხარული მოუტანა.
საქმე ეხება სერია A-ს განვლილი ტურის მატჩს, რომელშიც მილანელებმა “უდინეზე” მარიო ბალოტელის თერთმეტმეტრიანის წყალობით 2:1 დაამარცხეს. შეგახსენებთ, საეჭვო პენალტი მსაჯმა ბოლო კომპენსირებულ წუთზე დანიშნა.
“მსაჯის გადაწყვეტილება ძალზე საეჭვო იყო. მაგრამ ამან “მილანის” გულშემატკივრებს ძალიან დიდი სიხარული მოუტანა. ჩვენი გუნდის სასარგებლოდ მსგავს გადაწყვეტილებებს იშვიათად იღებენ. რაც შეეხება ბალოტელის გოლებს სადებიუტო მატჩში, ამის შემდეგ დაძინებაც ვერ მოვახერხე”, - თქვა ბერლუსკონიმ.