ფეხბურთი

11:43 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სილვესტრმა ოპერაცია გაიკეთა

იტალიური “მილანის” არგენტინელმა მცველმა მატიას სილვესტრმა, მარჯვენა მუხლზე მსუბუქი ოპერაცია გაიკეთა.

28 წლის ფეხბურთელს, მენისკი ჯერ კიდევ ზაფხულიდან აწუხებდა და Football Italia-ს ცნობით, ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თერაპიულმა კურსმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს არგენტინელი მოედანზე დაბრუნებას. მის გარდა მილანელთა ლაზარეთში რჩებიან დანიელ ბონერო, მატია დე შილო, ჯერსონ ვერგარე და ინიაციო აბატე.

შეგახსენებთ, რომ სილვესტრი “მილანში” “ინტერიდან” განათხოვრების წესით ცოტა ხნის წინ გადავიდა. მეორე მილანური კლუბის მაისურით, გასულ სეზონში მან, ყველა ტურნირში ერთად, 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათგან მხოლოდ 9 იყო სერია A-ს თამაში.

 

0.113532