იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ადასტურებს, რომ მატიას სილვესტრეს ტრანსფერთან დაკავშირებით, “ინტერთან” შეთანხმება მიღწეულია.
“ინტერთან” მოლაპარაკებები დასრულებულია. ფეხბურთელი “მილანში” სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.
გარიგების დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ “მილანმა” სილვესტრე ხანგრძლივი დროით გამოკლებული დანიელე ბონერას შესაცვლელად დაიმატა.