ფეხბურთი

20:10 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სილვესტრე ერთ თვეში დაბრუნდება

“მილანის” არგენტინელი ცენტრალური მცველი მატიას სილვესტრე გუნდს უახლოესი 1 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

28 წლის უკანახაზელმა მტკივან მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. თავდაპირველად, ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადები ცნობილი არ იყო, მაგრამ გაირკვა, რომ მის მკურნალობას დაახლოებით 4 კვირა დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ სილვესტრი სერია A-ში “ტორინოსთან’, “ნაპოლისთან”, “ბოლონიასთან”, “სამპდორიასთან” და “იუვენტუსთან”, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე “სელტიკთან” და “აიაქსთან” ვერ ითამაშებს.

მასტიას სილვესტრე “მილანში” “ინტერიდანაა” განათხოვრებული. “როსონერის” მაისურით მას ჯერ არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

0.113389