ფეხბურთი

12:03 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სილვას “მილანი” მოენატრა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველი ტიაგუ სილვა იტალიურ “მილანში” დაბრუნების წინააღმდეგი არაა. ბრაზილიელმა Goal-თან საუბარში განაცხადა, რომ “როსონერი” ენატრება.

“პარიზში ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდა, “მილანის” გულშემატკივრებს კლუბის დატოვებისთვის ბოდიში მოვუხადო. ჩემი გულის ნაწილი ყოველთვის მათი საკუთრება იქნება. იმედია, ერთ მშვენიერ დღეს “მილანში” დავბრუნდები. “როსონერი” ისევე მენატრება, როგორც “ფლუმინენსე”, სადაც ბრაზილიაში ყოფნისას ვთამაშობდი. ბრწყინვალედ მახსოვს ის მომენტი, როდესაც “სან სიროზე” პირველად ვითამაშე. ეს “ფიორენტინასთან” მატჩში მოხდა. მილანში 3 წელიწადი გავატარე და ამ პერიოდს დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ”, - განაცხადა სილვამ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მილანიდან პარიზში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადაბარგდა. 

 

0.119404