ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველის – ტიაგო სილვას აგენტმა პაულო ტონეტომ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მისი კლიენტი პარიზის დატოვებას არ გეგმავს.
“ტიაგო პსჟ-ს ფეხბურთელია, კონტრაქტი აქვს და მის პირობებს ბოლომდე შეასრულებს. ხმები მისი წასვლის შესახებ ნამდვილად ვრცელდება, მაგრამ ეს გასულ სეზონშიც ასე იყო. სილვა პსჟ-ს კაპიტანია და თავის მოვალეობებს პირნათლად შეასრულებს”, - ციტირებს აგენტის სიტყვებს პსჟ-ს ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ სილვამ პარიზელებთან 5-წლიანი კონტრაქტი წელიწადის წინათ გააფორმა.