ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, დავიდ სილვა, მაკედონიასთან მოახლოებული მატჩის წინ, ჟურნალისტებს შეხვდა და რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.
დიეგო კოსტაზე:“ჩვენ ვეცდებით დიეგო კოსტა შევცვალოთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ის ძალიან კარგი ფორვარდია. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით და ისე ვქმნიდით მომენტებს. დიეგო ასეთ თამაშში საჭირო ფეხბურთელია, ის ნელნელა ეჩვევა ნაკრებს და უკეთესი ხდება”.
მუნირის გამოძახებაზე: “მუნირ ელ ჰადადი ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე მოთამაშეა. ის თავის საქმეს კარგად აკეთებს. მას აქვს რაღაც, რის გამოც, დელ ბოსკემ გამოიძახა”.
სათამაშო სტილი: “ჩვენ ამ სტილით ორი ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ. მე ვფიქრობ, რომ სათამაშო სტილის შეცვლა არ გვჭირდება”.
მაკედონიასთან შეხვედრა: “ადვილ შეხვედრას არ ველით, თუმცა ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართება”.
ესპანეთის ნაკრები მაკედონიის ნაკრებს 8 სექტემბერს დაუპირისპირდება შინ.
ირაკლი ალიმბარაშვილი