ფეხბურთი

16:29 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიჭინავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მსაჯთა საქმესთან დაკავშირებით სათანამშროლოდ მივიდა.

მსაჯთა დაკავების ფაქტზე ზვიად სიჭინავასთან საუბარი ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომელ უჩა ლომიძეს ესაუბრა. სიჭინავამ რამდენიმე კითხვას პასუხი გასცა და სამომავლო შეხვედრებზეც მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, გუშინ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ეჭვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები, პირველი კატეგორიის არბიტრი და ფიფა-ს არბიტრი დააკავეს.

დიმა შარიქაძე

0.12339