ფეხბურთი

14:48 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიჭინავა გუნდს 15 იანვარს შეკრებს

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე “გაგრა”, ახალი მთავარი მწვრთნელის თენგიზ სიჭინავას ხელმძღვანელობით მზადებას 15 იანვრიდან შეუდგება. ამის შესახებ “გაგრას” პრესსამსახური იუწყება.

აქამდე, სიჭინავა “გაგრას” ექსთავკაცის, ზვიად ჯელაძის თანაშემწე იყო და ამ უკანასკნელის წასვლის შემდეგ, გუნდის გაძღოლა ანდეს. მან “გაგრელებთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“გაგრა” ვარჯიშს “მერანის” სტადიონზე განაახლებს, სადაც საშინაო მატჩებს ატარებს. უკვე ცნობილია, რომ მეორე წრეში გუნდში აღარ ითამაშებენ თამაზ ჯიშკარიანი, ნუგზარ ხოჯაშვილი და გუგა ფალავანდიშვილი, რომლებსაც კონტრაქტები ამოეწურათ. ასევე, “გაგრაში” აღარ ირიცხებიან ნოდარ სვანაძე და კოტე ზარნაძე.


0.115321