საქართველოს რაგბი 7-ის კაცთა ნაკრები ევროპის გრან პრის გათამაშების პირველ ეტაპზე, ლიონის ტურნირზე საასპარეზოდ მიემგზავრება, რომელიც 7-8 ივნისს ჩატარდება.
ტურნირზე 12 გუნდი სამ ჯგუფშია განაწილებული. ჩვენი ნაკრები B ჯგუფში საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის გუნდებთან მოხვდა. “შვიდკაცა ბორჯღალოსნების” თავკაცმა კახა ალანიამ საბრძოლო შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების რამდენიმე მორაგბე შეიყვანა. ესენი არიან: ლაშა მალაღურაძე, თედო ზიბზიბაძე, დავით კაჭარავა, მერაბ კვირიკაშვილი და მერაბ შარიქაძე. ტურნირის ფავორიტები ინგლისის, უელსისა და პორტუგალიის ნაკებები არიან.
ზაზა ლეჟავა (საქართველოს რაგბი 7-ს ნაკრების დაცვის მწვრთნელი): “ორიოდ კვირის წინ ამსტერდამში მოსამზადებელ ტურნირში ვიასპარეზეთ და მეორე ადგილი დავიკავეთ. ამის გათვალისწინებით, ლიონში თავდაჯერებულები მივდივართ. გუნდს სამი-ოთხი მოთამაშის გარდა, თითქმის არ ვცვლით და ეს ცვლილებებიც ტრავმებით არის გამოწვეული.
გუნდში დიდი კონკურენციაა. ბიჭები დიდი მონდომებით ირჯებიან, ყველა ცდილობს, ყველას უნდა მოხვედრა და ყველა მოტივირებულია. მოგეხსენებათ, რომ პირველი ტურნირი ყოველთის მნიშვნელოვანია – თუ კარგად “დავიქოქებით”, შესაბამისად, კარგად გავაგრძელებთ.
ჩვენ ახლა შედეგი გვჭირდება – ამ ტურნირში ხუთეულში მოხვედრა უკვე კარგ შედეგად ჩაითვლება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გრან-პრის მომდევნო ეტაპებზე კიდევ უფრო თავისუფლად ვიგრძნოთ თავი. დანარჩენ მიზნებზე კი, მოდით ლიონიდან დაბრუნების შემდეგ ვისაუბროთ“.
საქართველოს ნაკრები
1. ლაშა მალაღურაძე
2. თედორე ზიბზიბაძე
3. ბაჩო კოლელიშვილი
4. დავით კაჭარავა
5. შავლეგ მახარაშვილი
6. ზურაბ ძნელაძე
7. გიორგი ფრუიძე
8. ალექსანდრე ხუციშვილი
9. ბიძინა სამხარაძე
10. მერაბ კვირიკაშვილი
11. მერაბ შარიქაძე
12. დიმიტრი კალანდაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე და ზაზა ლეჟავა
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი
ექიმი: ვახო წიკლაური
მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე
ტურნირის ვებ გვერდი: http://www.lyonseven.fr/index.php
ტურნირის განრიგი: http://www.lyonseven.fr/competition.php#rencontre