მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერს სურს, რომ გუნდის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ იგივე შედეგი გაიმეოროს, რასაც კატალონიის “ბარსელონაში” მუშაობისას მიაღწია.
“ვგრძნობთ, რომ “ბარსას” ბოლოდროინდელი წარმატებების გამეორება შეგვიძლია. თუ ეს არ გამოგვივა, ვეცდებით, დასახული მიზანი მაქსიმალურად შევასრულოთ. გვარდიოლამ “ბაიერნში” კატალონიური კლუბის რამდენიმე შტრიხი დანერგა და ეს ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზულ მეტოქედ გაგვხდის”, - განუცხადა შვაინშტაიგერმა Bild-ს.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ “ბარსელონა” 2012 წლის ზაფხულში დატოვა, წელიწადის შემდეგ კი, “ბაიერნს” ჩაუდგა სათავეში.