მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, შესაძლოა, გერმანიის თასის ფინალში, “დორტმუნდის” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
ბუნდესლიგის ბოლო ტურში, “შტუტგარტთან” გამართულ მატჩში, შვაინშტაიგერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მან მოედანი 37-ე წუთზე დატოვა. ამის მიზეზი მარცხენა მუხლის ტრავმაა.
17 მაისს “ბაიერნი” სეზონის ბოლო მატჩს გამართავს. პეპ გვარდიოლას გუნდი, თასის ფინალში, “დორტმუნდს” დაუპირისპირდება. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა შვაინშტაიგერი ამ დაპირისპირებამდე გამოჯანმრთელებას.