ფეხბურთი

20:18 | 9.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი: “საუკეთესო კვლავ “ბარსელონაა”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მიიჩნევს, რომ მიუხედავად მისი გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებისა, ევროპაში საუკეთესო კვლავ კატალონიის “ბარსელონაა”.

“ჩემის აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი კვლავ “ბარსელონაა”. კატალონიელებს, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ. არ შეიძლება, ერთი ტიტული მოიგო და თქვა, რომ ნომერ პირველი ხარ.” – აცხადებს შვაინშტაიგერი Bild-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, შვაინშტაიგერის “ბაიერნმა”, 2 მატჩის ჯამში, “ბარსელონა” 7:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101732