ფეხბურთი

17:03 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი კვლავ საოპერაციოა

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ბასტიან შვაინშტაიგერს ფეხზე განმეორებითი ოპერაცია სჭირდება.

ივნისში შვაინშტაიგერმა კოჭზე ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ აგვისტოში, “ფრაიბურგთან” მატჩში ფეხი კვლავ დაიზიანა.  ის მოედანს 3 კვირის შემდეგ დაუბრუნდა.

ოპერაციის ზუსტი დღე არ სახელდება, მაგრამ ქირურგიულ ჩარევამდე 29 წლის ფეხბურთელი დაისვენებს.

“გამოჯანმრთელებას ვცდილობდი, მაგრამ ამჟამად ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია. იმედი მაქვს, რომ ოპერაციის შემდეგ ტკივილი გამივლის და ფეხბურთს ვითამაშებ” – იუწყება შვაინშტაიგერს სიტყვებს გერმანული პრესა.

მიმდინარე სეზონში, შვაინშტაიგერმა “ბაიერნში” 17-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

0.141457