მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი “ბარსელონასთან” სათამაშოდ მზადაა. აღიშნულ ინფორმაციას “რეკორდმაისტერის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბოლო დროს, 28 წლის შუახაზელს კოჭის ტრავმა აწუხებდა. ამის გამო, მან ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ჰანოვერთან” 6:1 მოგებულ შეხვედრაში არ ითამაშა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შვაინშტაიგერმა ტრავმა მოიშუშა და ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელი ნახევარმცველი 23 აპრილს, “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ითამაშებს.