ფეხბურთი

11:41 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შუსტერი: “კასილიასს გაუმართლა, რომ ესპანეთის ნაკრებს დელ ბოსკე წვრთნის”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა ბერნდ შუსტერმა ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში “სამეფო კლუბისა” და ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, კასილიასი “ბეტისთან” შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და ნამატჩევს “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად ერთი თამაშისთვის მიიღო.

“დარწმუნებული ვარ, კასილიასი სასტარტო შემადგენლობას ისევ დაუბრუნდება. შეიძლება საკლუბო დონეზე საუკეთესო პერიოდი ვერ უდგას, მაგრამ სამაგიეროდ გაუმართლა, რომ ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეა. ამ სპეციალისტისთვის იგი პირველი ნომერია, მიუხედავად იმისა, კლუბში სასტარტოში აყენებენ თუ სათადარიგოთა სკამზე სვამენ”, – განაცხადა ბერნდ შუსტერმა.

0.123571