ფეხბურთი

12:59 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

შტრელერი: “ბაზელს” ჯერ კიდევ კარგი შანსი აქვს

“ბაზელის” თავდამსხმელმა მარკო შტრელერმა განაცხადა, რომ “სტიაუასთან” მატჩში ბოლო წუთებზე გაშვებული გოლისა და ორი ქულის დაკარგვის მიუხედავად, შვეიცარიული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლის ერთ-ერთი კანდიდატია. სამი ტურის შემდეგ “ბაზელს” ოთხი ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილზე მყოფ “ჩელსის” და “შალკეს” 2 ქულით ჩამორჩება.

“მოსაგებ თამაშში მხოლოდ ქულას დავჯერდით და ცხადია, გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ჯერ დაკარგული არაფერია. წინ უმძიმესი შეხვედრები გველის და თითოეულ მეტოქესთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. პლეი ოფში თამაშის კარგი შანსი გვაქვს” – უთხრა 32 წლის თავდამსხმელმა ჟურნალისტს “სტიაუასთან” მატჩის დასრულებისთანავე. 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115334