ფეხბურთი

0:39 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

შოთამ ტრაბზონელები დაამწუხრა და მე-2 ადგილს უწია

შოთა არველაძის მიერ დარიგებულმა “ქასიმფაშამ” თურქულ სუპერლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო, სულ კი 9 ტურში 6 გამარჯვება და 3 მარცხი მოუგროვდა და 18 ქულით სტამბულის “ფენერბაჰჩეს” კვალად, მე-2 ადგილზე დამკვიდრდა, რაც უდავოდ გამორჩეული მოვლენაა.

ქართველი მწვრთნელის გუნდმა მორიგ წარმატებას “ტრაბზონსფორთან” მიაღწია (3:2), რომელთანაც არველაძეს ჩინებული მოგონებები აკავირებს. სტამბულელებმა სერაშის და ბუიუკის გოლების წყალობით, პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს, მე-2 ნახევარში არგენტინელმა სკარიონემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ტრაბზონელებმა კი მხოლოდ ანგარიშის შემცირებაღა მოახერხეს.

“ქასიმფაშა” ლიდერ “ფენერბაჰჩეს” 4 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევრებს – სტამბულურ გრანდებს “ბეშიქთაშსა” და “გალათასარაის” კი შესაბამისად, 1 და 2 ქულით უსწრებს. შოთას კლუბს მომდევნო მატჩი 2 ნოემბერს სტუმრად ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “ერჩიერსფორთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113583