კვიპროსულ "ანორთოსისში" გადასულ შოთა გრიგალაშვილს ტრავმა აქვს და შესაძლოა, ხუთშაბათს შვედურ "გეფლესთან" ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ვერ ითამაშოს. გრიგალაშვილმა ვერ მიიღო მონაწილეობა "ანორთოსისის" მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ ტესტ-მატჩში, რომელშიც ფამაგუსტელებმა სენსაციურად, 0:5 წააგეს "აპოლონთან".
კვიპროსული საიტების ცნობით, გრიგალაშვილი ჯერ ვერ ვარჯიშობს და რამდენიმე დღეში იქნება მწყობრში. შეხსენებისთვის, ქართველ ნახევარმცველს, ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისურა გადასცეს.