სხვა

18:48 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შინაური სეზონი 24 თებერვალს განახლდება

ხელბურთის შინაური სეზონი თბილისში, 24 თებერვლიდან, უფროსი ასაკის, 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების შეჯიბრებით  განახლდება.

საქართველოს ჩემპიონატის პირველმა სტადიამ უკვე გამოავლინა რეგიონული ჩემპიონები და საგაზაფხულო სტადიაზე გასული 10 საუკეთესო გუნდი. მეორე ეტაპს ათივე გუნდი უქულოდ იწყებს და ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოავლენს საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულს.

11 თებერვალს ხელბურთის ფედერაციაში გაიმარება წილისყრა. 10 გუნდი განაწილდება ორ ქვეჯგუფად, რომლებიც დაიწყებენ შეჯიბრებას.  დაყოფა პირობითია, რადგან, საბოლოოდ, ათივე გუნდი ერთმანეთს თითოჯერ შეხვდება.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები 1998-99. საგაზაფხულო ეტაპი
თელავი, ქარიშხალა, ფოთი, გორი, პეგასი, სამტრედია, ყვარელი, იმედი, ზუგდიდი, მამული
11 თებერვალი, 13:00 წილისყრა (პირდაპირი სტრიმი ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე)
24-28 თებერვალი - პირველი ხუთეული - თბილისი
3-7 მარტი -  მეორე ხუთეული - თბილისი
24-28 მარტი - საერთო ტური - თბილისი

6 საუკეთესო გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე (0 ქულით) და ერთ წრედ გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს

ფინალური ეტაპი: 5-9 მაისს, თბილისში.

რვა გუნდი, რომელიც პირველ ათეულში ვერ მოხვდა, ითამაშებს ერთ წრედ, ფედერაციის თასისთვის.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები 1998-99. 11-18 ადგილები. ფედერაციის თასი.
ქუთაისი, რუსთავი, წყალტუბო, შევარდენი, ახაშენი, ბათუმი, ქარელი, ლაგოდეხი
11
თებერვალს - წილისყრა. თამაშები - 14-16 მარტს და 1-4 აპრილს.

http://geohandball.ge

0.119387