იტალიური “მილანის” ყოფილ ფორვარდ ანდრეი შევჩენკოს სურს, რომ ბრაზილიური “ბოტაფოგოს” ვეტერანმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა ძალები მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსინჯოს. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი “როსონერის” თავკაცობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.
“ძნელია ვთქვა, როგორი მწვრთნელი იქნება ზეედორფი, რადგან მას ამ საქმის გამოცდილება არ აქვს. თუკი კლარენსი ამ გზას აირჩევს, მხოლოდ და მხოლოდ დიდ წარმატებებს ვუსურვებ. მისი “მილანის” სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ძალიან გამახარებს”, - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს Goal-ი.
ჯერჯერობით, თავად ზეედორფი კომენტარისგან თავს იკავებს და არც საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჩქარობს.