კალათბურთი

23:40 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” ანგარიში გაათანაბრა

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღო. პირეოსელებმა საწყისი მატჩი ათენში 56:59 დათმეს, შინ კი, მეტოქე პირველ მეოთხედშივე ძალიან დაჩაგრეს 29:12 და საბოლოოდ, 89:64 იმარჯვეს.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 04:21 წუთი გაატარა და 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ოლიმპიაკოსის” რიგებში ყველაზე შედეგიანი პრინტეზისი იყო 18 ქულით, დანსტონმა და სპანულისმა კი 12-12 ქულა ჩააგდეს.

როგორც აღვნიშნეთ, ფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, მომდევნო მატჩს კი 29 მაისს ათენი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124204