ფეხბურთი

13:57 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერინგემი “ვესტ ჰემის” ფორვარდებს გაწვრთნის

 

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი “ვესტ ჰემის” ფორვარდებს გაწვრთნის. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.

განვლილ სეზონში, “ვესტ ჰემის” მეპატრონეებსა და გულშემატკივრებს გუნდის შეტევის ხაზის მიმართ პრეტენზია ხშირად ჰქონდათ და ამის გამო, მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა კინაღამ თანამდებობა დაკარგა.

ელერდაისი გარკვეული რეფორმების განხორციელებას დათანახმდა და ოთხშაბათს კლუბმა არგენტინელი თავდამსხმელი მაურო სარატე შეიძინა, ახლა კი, 48 წლის შერინგემს უხმო.

აღსანისნავია, რომ შერინგემი “ვესტ ჰემში” 2004-2007 წლებში თამაშობდა და 49 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

0.130023