კალათბურთი

11:29 | 7.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ნბა-ს და მოედანს დაუბრუნდა, ფაჩულია კი ტრავმირებულია

11 იანვრის შემდეგ თორნიკე შენგელია ნბა-ს მოედანზე პირველად გამოჩნდა. განვითარების ლიგიდან ნბა-ში დაბრუნებულმა თორნიკე შენგელიამ „ბრუკლინის“ შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა მხოლოდ სიმბოლური დროით. ბრუკლინელებმა სტუმრად „შარლოტი“ 99:78 გაანადგურეს, ქართველმა ფორვარდმა კი მოედანზე შეხვედრის უკანასკნელი 1,53 წუთი გაატარა.
ასე მცირე დროში შენგელიამ სასარგებლო ვერაფერი მოასწრო, ბურთი ერთხელ დაკარგა და სულ ეს იყო. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველ ფორვარდს ნბა-ს ჩემპიონატში 11 იანვრის შემდეგ არ ეთამაშა. 1, 53 წუთი გამოუყვეს ბრუკლინელთა კიდევ ერთ ახალბედა ტაიშონ ტეილორს, ხოლო მირზა ტელეტოვიჩმა 14 წუთში 3 ქულა და 3 პასი გაიღო.
ტრავმა აწუხებს ზაზა ფაჩულიას და ის მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა. 6-მატჩიანი გასვლითი ტურნეს შემდეგ ატლანტელებმა პირველად ითამაშეს  შინაურ არენაზე და მონატრებული გულშემატკივრები „ფილადელფიას“ 107:96 ძლევით გაახარეს.
35 გამარჯვებითა და 26 მარცხით ბრუკლინელები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 საფეხურზე იმყოფებიან. 1 მოგებით ნაკლები აქვს „ატლანტას“, რომელიც „ჩიკაგოსთან“ ერთად 4-5 ადგილებს იყოფს. ფაჩულიას გუნდი 8 მარტს ბოსტონში „სელტიკსს“ ეთამაშება, ხოლო ამავე დღეს „ბრუკლინი“ „ვაშინგტონს“ უმასპინძლებს.

 www.gbf.ge

0.114196