გერმანიის ბუნდესლიგის მსგავსად, უხვგოლიანი მატჩით დაიწყო ესპანური ტურიც. „კამპ დე ვალიეკასზე“, „რაიო ვალიეკანომ“ და „ოსასუნამ“ ქულები გაიყვეს.
მადრიდელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ – ანდრია დელიბაშიჩმა თავური დარტყმით აიღო სტუმართა კარი. „რაიოსთვის“ საუბედუროდ, გუნდმა ანგარიშის მცირე ხნით შენარჩუნებაც კი ვერ შეძლო, რადგან „ოსასუნას“ პირველივე შეტევა გოლით დასრულდა – ამჯერად, რაულ ლოემ შეასრულა ზუსტი თავური.
რამდენიმე წუთში, ალეხანდრო არიბასმა იხეირა და სტუმრები დააწინაურა, რამაც მათი გამარჯვება მეტწილად განაპირობა. „რაიომ“ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ანგარიში გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა – 2:2.
მადრიდი. „კამპ დე ვალიეკასი“. 9700
რაიო – ოსასუნა 2:2 (1:2)
რაიო: რუბენი, კასადო, არბილია (ტიტო 81), ფიგერასი, ხალვესი (გონსალესი 46), ფუეგო, ტრასორასი, პიტი, დომინგესი, დელიბაშიჩი, ბანგურა (კარლოსი 19).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია (ლოლო 64), ფლანიო, არიბასი, სილვა, სილვა, დე ლას კუევასი (შოჯაეი 58), სეხუდო, ნანო, ტიმორი (პუნიალი 74), ლოე, ნინო.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 1:0 დელიბაშიჩი (7), 1:1 ლოე (8), 1:2 არიბასი (13), 2:2 პიტი (57)
გაფრთხილებები: დელიბაშიჩი (87) – ტიმორი (22), ლოლო (73), შოჯაეი (90)
კარში დარტყმა: 11 (5) – 6 (5) ჯარიმა: 9 - 19 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 71% - 29%