ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ კლუბთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
შჩესნი “არსენალის” საფეხბურთო აკადემიაში 2006 წელს ჩაირიცხა და პირველ გუნდში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. დღემდე, პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარეს ლონდონურ კლუბში 122 მატჩი ჩაუტარებია.
“ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ, რომ ვოიცეხმა ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. მასში ყოველთვის ვხედავდი ძალიან ნიჭიერ მოთამაშეს საუცხოო რეფლექსებითა და ძლიერი ხასიათით. ის გამუდმებით პროგრესირებს და ამიტომ, შესაძლებლობა აქვს კიდევ უფრო უკეთ ითამაშოს. მომავალი არაერთი წლის განმავლობაში მას კვლავ შეუძლია “არსენალის” მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს” – იუწყება ვენგერის სიტყვებს ბრიტანული პრესა.