“არსენალის” მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ ლონდონურ კლუბში თავს ბრწყინვალედ გრძნობს და კარიერის სხვაგან გაგრძელებაზე არც უფიქრია.
“ახალ ხელშეკრულებას ხელი სიხარულით მოვაწერე. “არსენალი” ჩემი ოჯახია და მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ყველაფერს ვიღონებ, წარმატებულად თამაში კიდევ დიდხანს გავაგრძელოთ” – განაცხადა შჩესნიმ.
ვოიცეხ შჩესნი “მეთოფეთა” რიგებში 2009 წლიდან თამაშობს.