რუსი მარია შარაპოვა კვლავ სეტის წაუგებლად განაგრძობს დამაჯერებელ სვლას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მესამე ეტაპზე მან ყველნაირი პრობლემების გარეშე მოახერხა მსოფლიო რეიტინგის 43-ე ჩოგნის ჩინელი ჟენ ჩჟეს დამარცხება - 6:1, 7:5.
შეხვედრა 1 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში შარაპოვამ 8 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დათმო. მარიას ანგარიშზე ასევე გახლდათ 3 ეისი და ერთბაშად 8 ორმაგი შეცდომა, ჩინელმა კი თავი მხოლოდ ერთი ორმაგით "გამოიჩინა".
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 4:1 გახდა, რუსის სასარგებლოდ.
ტურნირის მეოთხე ეტაპზე 26 წლის შარაპოვა 2013 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალისტს, ამერიკელ სლოან სტივენსს დაუპირისპირდება.