ჩოგბურთი

15:41 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა – ფინალი და რეიტინგსიაში დაწინაურება

 მარია შარაპოვამ ინდიან უელსის ფინალში გასვლით კიდევ ერთს მიაღწია – ორშაბათს გამოსაქვეყნებელ რეიტინგში იგი ვიკტორია აზარენკას გადაასწრებს და სერენა უილიამსის შემდეგ მეორე საფეხურზე დამკვიდრდება.

ინდიან უელსის ნახევარფინალს რაც შეეხება, მაშამ თანამემამულე და სეხნია კირილენკოს (13) 6:4, 6:3 მოუგო. შეხვედრა საათსა და 42 წუთს გაგრძელდა და თავისი 28-ე ტიტულის მოსაპოვებლად შარაპოვა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის შეხვდება.

თავის მხრივ კლასიფიკაციის ექსლიდერმა ვოზნიაცკიმ (8) ნახევარფინალში დაძაბულ ორთაბრძოლაში გერმანელ ანგელიკ კერბერს 2:6, 6:4, 7:5 მოუგო. ჯერჯერობით 22 წლის ოდენსელ კაროლინს 20 ტურნირი აქვს მოგებული და 21-ეს დაუფლებას შარაპოვას დამარცხებით შეეცდება.

0.126411