ფეხბურთი

21:09 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაქირი “არსენალთან” ვერ ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “არსენალთან” გასამართ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებას საკადრო პრობლემებით ხცვდება. ფრანკ რიბერის შემდეგ, გუნდს ქსერდან შაქირიც გამოაკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას შეტევის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს.

“ფრაიბურგთან” მოგებულ შეხვედრაში (4:0) შვეიცარიელმა შემტევმა 2 გოლი გაიტანა და ბარძაყის ტრავმაც მიიღო. UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი “არსენალთან” ვერ ითამაშებს.

შაქირი “ბაიერნში” 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, მან 22 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

0.11856