ფეხბურთი

2:15 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

„შალკემ“ ჰამბურგში გაილაღა

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მეორე წრის პირველი ტური ორი მატჩით დასრულდა. ბევრისთვის მოულოდნელად, ბრემენის „ვერდერმა“ ბოლოადგილოსან „ბრაუნშვაიგთან“ დაკარგა ქულები, გელზენკირხენის „შალკემ“ კი, „ჰამბურგს“ დამაჯერებელი ანგარიშით სძლია.

„მუსიკოსებს“ ბრაუნშვაიგელებთან საგოლე მომენტები საკმარისად ჰქონდათ, მაგრამ მათი რეალიზება ვერცერთხელ მოახერხეს. თავის მხრივ, სტუმართათვის ფრეც მისაღები შედეგი იყო. მათი მთავარი მიზანი გოლის არგაშვება გახლდათ, რასაც მიაღწიეს კიდეც – 0:0.

„შალკე“ „ჰამბურგს“ ეწვია და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. 34–ე წუთზე, „ხუმარების“ ფორვარდმა კლას–იან ჰუნტელარმა გამოიჩინა თავი ზუსტი დარტყმით და თავის გუნდს ტაიმი მოაგებინა. შესვენებიდან აბრუნებულმა გელზენკირხენელებმა ანგარიშში სხვაობა მალევე გაზარდეს, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ ბერტ ვან მარვეიკის გუნდს ქულის გადარჩენაც კი გაუჭირდებოდა. საბოლოოდ, მატჩში წერტილი მაქსიმილიან მეიერმა დასვა – 0:3.

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 41040

ვერდერი – ბრაუნშვაიგი 0:0

ვერდერი: ვოლფი, პრედლი, სელსი, კალდიროლა, გარსია, ჰანტი, ელია, იუნუზოვიჩი (ილდირიმი 82), ბარგფრედე, კროოსი, პეტერსენი.

მწვრთნელი: რობინ დუტი

ბრაუნშვაიგი: დაფარი, დოღანი, რაიხელი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, პფიცნერი (ბელარაბი 77), ტოიერკაუფი, ბოლანდი, ელაბდელაუი, ადემი, ნილსენი.

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გაფრთხილება: გარსია (33), კროოსი (35) – პფიცნერი (31), ტოიერკაუფი (75)

კარში დარტყმა: 12 (10) – 7 (4) ჯარიმა: 21 - 9 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 4 – 10

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 50000

ჰამბურგი – შალკე 0:3 (0:1)

ჰამბურგი: დრობნი, იანსენი, ვესტერმანი, ტა, ლამი (დიკმაიერი 31), ვან დერ ვარტი, ილიჩევიჩი (ზუა 65), ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ, ლასოგა (ჯონი 24).

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი

შალკე: ფერმანი, უჩიდა (ჰოგლანდი 81), ფუკსი (გორეცკა 75), სანტანა, მატიპი, კოლაზინაკი, ბოატენგი, ფარფანი, ნოიშტედტერი, მეიერი, ჰუნტელარი (სალაი 73).

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლი: 0:1 ჰუნტელარი (34), 0:2 ფარფანი (53), 0:3 მეიერი (56)

გაფრთხილება: უჩიდა (37), ჰუნტელარი (38)

კარში დარტყმა: 11 (2) – 12 (11) ჯარიმა: 8 - 24 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 4 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 8 – 2

0.126964